როგორ მოხდება ჯარში გაწვევა - „ოცნება“ კაბალურ კანონს ამტკიცებს
"ქართული ოცნების" რამდენი მაღალჩინოსნის შვილი მსახურობს ჯარში? - ოპოზიციის ეს კითხვა დღეს უპასუხოდ დარჩა. სამაგიეროდ, სხვისი შვილებისთვის "ოცნება" კაბალურ კანონს ამტკიცებს. სტუდენტი, რომელიც უსახსრობის გამო ვერ შეძლებს სწავლის საფასურის გადახდას, დაუყოვნებლივ იქნება გაწვეული ჯარში. ასევე, სავალდებულო სამსახური შეეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ უცხოეთში. წვევამდელებს სამართლიანობის აღდგენის უფლებასაც ართმევენ. ანუ თუ გაწვევა სასამართლოში გასაჩირდება, ახალგაზრდას მაინც წაიყვნენ ჯარში, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.