კულტურის სამინისტროს უმოქმედობა საზოგადოების შეურაცხყოფა და დაცინვაა - მეტრეველი
წულუკიანის უწყების მხრიდან სამინისტროს შენობის შემოღობვას და რემონტზე 2.2 მილიონის ტენდერის გარეშე დახარჯვას "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, საქართველოს მემკვიდრეობის ძეგლების საფრთხეშია, ხოლო კულტურის სამინისტროს უმოქმედობა "საზოგადოების შეურაცხყოფა და დაცინვაა".
საზოგადოების შეურაცხყოფაა და დაცინვაა, როდესაც კულტურის სამინისტრო თავისი საქმიანობის პრიორიტეტებს საბჭოთა სტანდარტებით განსაზღვრავს, საკუთარი კაბინეტების რემონტისთვის 5 მილიონზე მეტ ლარს გამოყოფს, სამშენებლო კომპანიის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, დამატებით კიდევ მილიონზე მეტ ლარს იხდის... დიახ, ამ ბუღალტერიითაა დაკავებული, გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციის მომზადებაში ფლანგავ თავის დროს, მაშინ როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობა ინგრევა, ისტორიული კვალი იშლება და ვერა და ვერ მოიძებნა პოლიტიკური ნება, სახსრები, დრო და რესურსი რომ ჩვენი ქვეყნის საგანძური - ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაიკარგოს... ჯვრის მონასტერი, გელათი, გრემი, ქოროღის კოშკი და ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საფრთხეშია. სისტემა დაცლილია პროფესიონალებისგან და მომკითხავიც არავინაა.... ყველაფერი მიშვებული და ჩამოშლილია." - წერს ლელოს წევრი დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში.