მელიამ დააწესა თავად წითელი ხაზები - ბარამიძე
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე "პოლიტიკური ამბების" ეთერში პარტიის შიდა გადაწყვეტილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიკა მელია თავმჯდომარეობის დროს თავად აწესებდა წითელ ხაზებს.
ბარამიძის თქმით, მიუხედავად მელიას ბოლოდროინდელი ქმედებებისა, ყოფილმა თავმჯდომარემ საკუთარი წვლილი შეიტანა ქვეყანაში არსებული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
კეზერაშვილის თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ახლა არ დაწყებულა, როდესაც ნიკა მელიას არ მოეწონა ის. მანამდე დაიწყო. აქ რაშია საქმე იცით, მელიამ დააწესა წითელი ხაზები, რომ ვიღაცის გაგდება მისთვის მისაღები იყო და სხვა საკითხი უკვე აღარ. აქეთ მხარეს არ იყო ოლიგარქი და იქით მხარეს გახდა, ამიტომ ეს არ არის სიმართლე. არავისთან თავი არ გვაქვს სამართლებელი. ამ ადამიანს თავისი წვლილი შეაქვს ამ ქვეყნის მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნიკა მელიას თავმჯდომარეობით ძალიან სწორი გააკეთა და მე მხარს ვუჭერდი მას. საკრებულოების დონეზე ვითანამშრომლეთ გახარიასთან, რომ დაგვემარცხებინა ივანიშვილი და ვინმეს უკვირს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიშა სააკაშვილის თავდაცვის მინისტრთან ითანამშრომლებს? ეს არის გასაკვირი ნიკა მელიასთვის? გახარიასთან ითანამშრომლა და კეზერაშვილთან არ ითანამშრომლებს? არ არის ეს სწორი მიდგომა, ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, ვინც დაგვეხმარება მოღალატური რეჟიმის დამარცხებაში - აღნიშნა ბარამიძემ.