"რუსული ოცნების" წევრების გაღიზიანება კორუფციული სქემების ხსენებამ გამოიწვია - ენმ-ი ქობულეთის საკრებულოში არსებულ დაპირისპირებაზე

24.11.23 22:37
"რუსული ოცნების" წევრების გაღიზიანება კორუფციული სქემების ხსენებამ გამოიწვია - ენმ-ი ქობულეთის საკრებულოში არსებულ დაპირისპირებაზე

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქობულეთის საკრებულოში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიაში აცხადებენ, რომ "ფრაქცია "რუსული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გელა შაქარაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სოლომონ ბაჯელიძეს.

ენმ-ში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის გაღიზიანება კორუფციული სქემების ხსენებამ და გაჟღერებამ გამოიწვია.

დღეს, 24 ნოემბერს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „რუსული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გელა შაქარიშვილმა, ჩვენი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, სოლომონ ბაჯელიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

“რუსული ოცნების” წევრების განსაკუთრებული გაღიზიანება იმ კორუფციული სქემების ხსენებამ გამოიწვია. ჩვენი პარტიის წევრები, მთელი საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

“ვარდების რევოლუციიდან” 20 წლის გასვლის შემდეგაც, ჩვენ დაპირისპირება ისევ კორუფციასთან და ქუჩურ მეთოდებთან გვიწევს. მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული, ერთიანი, თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფალი საქართველოსთვის დიდი გამარჯვებით დასრულდება!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
 

მსგავსი სიახლეები