"აიკრძალოს ფრენები რუსეთის მიმართულებით" - "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის აქცია დედაქალაქის ცენტრში
აიკრძალოს ფრენები რუსეთის მიმართულებით - ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრში აქცია იმართება.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის წევრები ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები და ოკუპანტ ქვეყანასთან საჰაერო შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ პირდაპირი ფრენების აკრძალვა რუსეთთან, სავიზო რეგულაციების დაწესება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის. აქ მოვიტანეთ ყველა ის ბანერი, სადაც აღწერილია ის უბედურებები, რაც რუსეთმა დაგვმართა ჩვენ. ამით გვინდა დავანახოთ საქართველოში ჩამოსულ სტუმრებსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს და რუსეთი მტერია" - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა.
ხელისუფლება ამ დრომდე ამტკიცებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა, პირველ რიგში, ქართველების ინტერესებში შედის, თუმცა საქსტატის უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ ქართველებს რუსეთში მოგზაურობა დიდად არ აინტერესებთ.