შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარეს - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი
აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას? - გორში ჩასული სალომე ზურაბიშვილი კითხვას არ პასუხობს და ამბობს, რომ შეწყალებაზე წინასწარ არასოდეს საუბრობს.
მე აქ შეწყალებაზე სასაუბროდ არ ვარ. არავის შეწყალებაზე არასდროს არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
შეგახსენებთ, რომ ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც შსს პოლიციელების სახელით გაავრცელა წერილი, სადაც უწყების მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის არშეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.