ექსკლუზივი: სისტემური დანაშაულის ანატომია - არჩევნებზე "ოცნების" ხმებს მესაფლავეები დაითვლიან

25.11.23 20:27
ექსკლუზივი: სისტემური დანაშაულის ანატომია - არჩევნებზე "ოცნების" ხმებს მესაფლავეები დაითვლიან

"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - რა ახალი სისტემა ამოქოქა "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის და რას ემსახურებოდა პრემიერ მინისტრის გამოცხადებული სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა?

ირკვევა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კომისიის წევრები მესაფლავეებად გააფორმა, რომ არჩევნების წინ ბიუჯეტიდან მეტი ხელფასი მისცეს. 

ციალა ახალქალაქიდან მესაფლავედ გააფორმეს, ნათია ველებიდან - მეეზოვედ; ნონა ჩეკურაანთგორიდან - დამლაგებლად

თამთა დოლენჯაშვილის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება ისიც, რომ არჩევნების წინ, სოციალურად დაუცველთა სტატუსები საარჩევნო კომისიის წევრებს ჩამოურიგა. 

წესით, სოციალურ შემწეობას სახელმწიფო ისეთ ადამიანებს უნიშნავს, ვინც ამ დახმარების გარეშე შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება, თუმცა ამ შემთხვევაში ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სოციალური დახმარება არჩევნების წინ მის პარტიულ სამსახურში მყოფ ადამიანებს ჩამოურიგა.

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ათობით მტკიცებულება, რომ ეს "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი საარჩევნო ხრიკია. ხალხი, ვინც გადამწყვეტი არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტო,ს ისევ ხალხის ხარჯზე ქართულმა ოცნებამ ბიუჯეტის ფულით დაასაჩუქრა. 

მეტიც, როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, "ქართულმა ოცნებამ" სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს მოსთხოვა არჩევნებზე ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა.

შაბათის ეთერმა 30 მდე სოფელში სახელმწიფო პროგრამით დასაქმებული მოქალაქეების საქმეები შეისწავლა და მოიპოვა რწმუნება, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩასმა მმართველი პარტიის აწყობილი ახალი სისტემური სქემაა.

ირკვევა, რომ წინა წლებში ქართული ოცნება აქ ხმებს ნაღდი ფულით ყიდულობდა. 40 ლარი ერთი ხმა, მაგრამ ახლა, ვისთვისაც ფულის მიცემა ჭირდებოდა, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩასვეს და ხელფასს ისე უხდიან.

არჩევნების წაგების შიში ოცნებაში - თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი სიახლეები