"შინ ევროპისკენ" - ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შინ ევროპისკენ - კამპანია ქუთაისში გრძელდება. რა მნიშვნელობაა ენიჭება ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციას? ამ საკითხის შესახებ დღეს საინფორმაციო შეხვედრა მესამე სექტორსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. მოეწყო მშვიდობიანი მსვლელობაც ქალაქის ქუჩებში.
ამ პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონების სრული ათვისებაა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს სრული ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რატომ არის სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის ევროპა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ევროკომისიას დადებითი რეკომენდაცია საქართველოს შესახებ, სწორედ პროევროპულად განწყობილი, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ხალხის გამო გასცა.
ვხვდებით იმ ადამიანებს, რომელთა დამსახურებაც არის ყველაზე მეტად, რომ ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე და არიან ადამიანები, ვინც რეგიონებში იბრძოდა ამისთვის და ჩვენ ვხვდებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს და ვუხსნით იმას, რას მოგვიტანს ევროკავშირი საბოლოოდ და იმას, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ იქნება მხოლოდ საკმარისი". - ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე.