ღარიბაშვილის ახლობლების რენესანსი - მშენებლობის ნებართვა ისტორიულ უბანში პრემიერის ძმაკაცისთვის
ღარიბაშვილის ახლობლების რენესანსი - მშენებლობის ნებართვა ისტორიულ უბანში პრემიერის ძმაკაცისთვის.
მთაწმინდაზე, ტარიელის ქუჩაზე რამდენიმე კერძო სახლის ადგილას 3785 კვადრატულ ტერიტორიაზე ახლა კორპუსს, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი, მეგობარი და ცნობილი ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე აშენებს, თუმცა ჩხაიძემ ამ ობიექტის მშენებლობის ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ღარიბაშვილი მეორე წრეზე პრემიერად დაბრუნდა, მანამდე მერია იგივე ბიზნესმენ იგივე მიწაზე კორპუსის აშენების უფლებას არ აძლევდა.
"შაბათის ეთერმა" თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დასკვნა მოიპოვა, რომელმაც მთაწმინდაზე კორპუსის აშენებაზე ნებართვა არ გასცა.
კორპუსი, რომლის აშენებაზეც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარს უარი უთხრეს, 15 მეტრის სიმაღლის იყო, 2021 წლის სექტემბერში, როდესაც გახარიას პოსტიდან დემარშით წასვლის შემდეგ მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა, ზურაბ ჩხაიძემ მერიაში ახალ პროექტი წარადგენინა, კორპუსის სიმაღლე ამჯერად 18 მეტრი იყო, საბჭოს ორი წევრი, თამარ ამაშუკელი და თათია ღვინერია ისევ წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა პროექტის შესაჩერებლად ამჯერად ხმები აღარ ეყოთ, კალაძემ თავისი გაიტანა.
რას ეწირება თბილისი იდენტობა? - პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, ერთი კვადრატულ ბინას ამ კორპუსში 9000 ლარად ყიდის - ეს მინიმალური ფასია.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ მშენებლობის ნებართვა პრემიერ-მინისტრის ნათელ-მირონმა, არა მხოლოდ მეგობრობის გამო მიიღო. არსებობს ეჭვი, რომ თბილისზე გასაოცარი ხედების მქონე რეზიდენციაში, ერთი ერთ აპარტამენტი პრემიერისთვის მზადება.
კორპუსი ერთადერთი ობიექტი არ არის რომელსაც მამა დავითის ტაძრის ძირში აშენდა, თბილისის ისტორიულ უბანში პრემიერის მეგობარი ბიზნესმენი სასახლეს იშენებს. ზურაბ ჩხაიძეს 1438 კვადრატულ მიწაზე 16 მეტრი სიმაღლის 110 კვადრატული მეტრი ფართის მდიდრული რეზიდენცია ექნება. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ზურაბ ჩხაიძემ ამ სახლისთვის იბრძოლა. პრემიერის მეგობარი 3 სართულიანი სახლის ნაცვლად 4 სართულიანი შენობის აშენების ნებართვას ითხოვდა. კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრი შაბათის ეთერს უყვება, რომ ჩხაიძემ პოზიციები დიდი წინააღმდეგობის გამო დათმო.
ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარია. პირველ ლედისთან მეგობრობს ბიზნესმენის მეუღლეც. ბიზნესმენი ქართული ოცნების ყველაზე მსხვილი შემომწირველია. ჩხაიძემ კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობის სახელით, მმართველ პარტიას 240 ათასი ლარი შესწირა. ოცნების ანგარიშზე პირადა 180 ათასი გადარიცხა. 140 ათასი ლარი კი ხელისუფლებას ხელისუფლებას ჩხაიძის ბიზნესპარტნიორებმა მისცეს.
ღარიბაშვილის ახლობლების რენესანსი - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი