სკანდალი: თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის საგანძური, რუსეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტების ხელში ჩააგდო
სკანდალი: თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის საგანძური, რუსეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტების ხელში ჩააგდო.
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ კომენტარში ადასტურებს, რომ ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიაში რუსეთის მოქალაქეები მუშაობენ, თუმცა დავით ლორთქიფანიძე ამტკიცებს, რომ ტრეტიაკოვის გალერიიდან დარია ბუდანოვა და ნიკოლაი მიტრაკოვი ისე ჩამოიყვანეს და ისე დაასაქმეს თბილისში, რომ მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
რუსეთის ორ მოქალაქეს დარია ბუდანოვას და ნიკოლაი მიტრაკოვს ეროვნულ საცავში დაცულ მასალებთან წვდომა რამდენიმე თვის წინ მისცეს. ლაბორატორია ოფიციალურად 26 ივლისს გახსნა წულუკიანმა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სწორედ ზაფხულიდან მუშაობენ ხელოვნების მუზეუმში მტერი სახელმწიფოს მოქალაქეები.
წყარო "შაბათის ეთერს" მუზეუმიდან უყვება, რომ დარია ბუდანოვა 19-20 საუკუნის კოლექციებითაა დაინტერესებული. რუსეთის მოქალაქე მთელს დროს ატარებს იმ ფონდში, სადაც იმპერიის ფოტო - კოლექციებია დაცული და რომელიც ახლა კურატორის გარეშე დარჩენილი.
34 წლის ნიკოლაი მიტრაკოვი სტომატოლოგია და ლაბორატორიაში რენდგენელოგად მუშაობს, 33 წლის რეჟისორი ბუდანოვა კი ფოტოგრაფად. საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ დასაქმდება თუ მას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს - ბუდანოვაც და მიტრაკოვიც ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეები არიან.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ორივესთან ხელშეკრულება გააფორმეს და საექსპერტო მომსახურებისთვის დაიქირავეს.
ეროვნული მუზეუმი რუსების ხელში - ყველა დეტალი ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში