ოკუპანტებმა გიორგობა დღეს საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს - ცნობილია გატაცებულთა ვინაობა

25.11.23 21:31
ოკუპანტებმა გიორგობა დღეს საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს - ცნობილია გატაცებულთა ვინაობა

გატაცება გიორგობის დღეს - ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ოკუპანტებმა მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე გაიტაცეს. 

"პირველების" ინფორმაციით, მოქალაქეები იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში, სანთლების დასანთებად ავიდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სუს-მა მომხდარის შესახებ მხოლოდ დღეს, მომხდარიდან ორი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.