ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში რუსეთის მხარესმებრძოლი სამხედროები დაკრძალეს
ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში დაღუპული სამხედროები დაკრძალეს. ბაგრატ გასიევი და ვლადიკ თედეევი საომარი მოქმედებების ზონაში პუტინის არმიის სასარგებლოდ იბრძოდნენ. ცხინვალის სასაფლაოზე, გასიევის დაკრძალვაზე, დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრედ წოდებული მმართველი ალან გაგლოევიც მივიდა, რომელმაც გარდაცვლილი სამხედრო სამშობლოს დაცვის მედლით დააჯილდოვა.
ომის დაწყებიდან დღემდე უკვე 40 ოსი სამხედრო გარდაიცვალა, ვინც უკრაინული მიწის მისატაცებლად რუსეთის მხარეს იბრძოდა.