როგორ ემზადება "ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად - ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე სქემას განმარტავს

26.11.23 11:26
როგორ ემზადება "ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად - ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე სქემას განმარტავს

როგორ ემზადება "ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად - ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლების სქემას განმარტავს. ლევან თარხნიშვილის თქმით, არჩევნების დღეზე უფრო მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდია, რა დროსაც "ოცნება" ხმების მობილიზებას კონკრეტული გეგმით ახორციელებს. საუბარია, ადამიანების საჯარო სამსახურებში დასაქმებაზე, რითაც მმართველი პარტია ფაქტობრივად, ადამიანების მოსყიდვას ცდილობს. 

არჩევნები არ არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე არის უბრალოდ, დამამთავრებელი ასპექტი და შემდეგ დათვლა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში და ჩვენნაირ ქვეყანაში, როგორ მივდივართ არჩევნებამდე. უბნები, სადაც ამ ადამიანებს დანიშნავენ, იხსნება არცევნებამე თვენახევრით ადრე და შესაბამისად, მაშინ მიიღებენ ისინი ამ ხელფასს. იქამდე ეს ადამიანები რაღაცით ხომ უნდა "დააბან"? შესაბამისად, ეუბნებიან, რომ აი, იქამდე მიიღებ სოციალურად დაუცველის დახმარებას, მიიღებ რაღაც ხელფასს, იქნება ეს დამლაგებლის თუ სხვა ხელფასს, შემდეგ ჩაირთვება უბნის ხელფასი. თუ კარგად მოიქცევი და კარგად შეასრულებ დავალებებს, მერე შესაბამისად, დაგაწინაურებთ და დაგნიშნავთ რაღაც თანამდებობაზე, - ამბობს ლევან თარხნიშვილი. 

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტები გავიდნენ მესაფლავეების, მეეზოვეებისა და დამლაგებლების კვალზეე, ვინც თან სოციალურ შემწეობებს იღებენ, თან კი "ოცნებას" საარჩევნო კომისიებში წარმოადგენენ. ადამიანები, ვისაც წესით გაჭირვებული ადამიანების ყოველთვიური შემწეობა არ ეკუთვნის, ოპოზიციისთვის ნიშანია, რომ "ოცნებამ" საბიუჯეტო სახსრებიდან ფულის ჩამორიგება შიშის და პირადი ინეტერესებისთვის დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები