"ოცნება" საარჩევნო ყულაბას საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე ქმნის - ლაშა ფარულავა

26.11.23 11:32
"ოცნება" საარჩევნო ყულაბას საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე ქმნის - ლაშა ფარულავა

"ოცნება" საარჩევნო ყულაბას საბიუჯეტი რესურსების ხარჯზე ქმნის, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებას ივანიშვილის დასანქცირების ეშინია, ამიტომ წინასაარჩევნოდ მოქალაქეების მოსყიდვას საბიუჯეტი რესურსებიდან წამოღებული ფულით ცდილობს. 

"ქართულ ოცნებას" ეშინია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების, სწორედ ამიტომ, მთელ მის საარჩევნო ყულაბას ქმნის საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე, რომ საბიუჯეტი რესურსებიდან წამოღებული ფულით მოისყიდოს ადამიანები და ადმინისტრაციული რესურსები გამოიყენოს. თუმცა, ეს მათ არ უშველით, ვინაიდან ქართველ ხალხს უკვე აქვს გადაწყვეტილი, რომ რუსული პარტია გაუშვას იქ, სადაც უნდა გაუშვას, - ამბობს ლაშა ფარულავა. 

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტები გავიდნენ მესაფლავეების, მეეზოვეებისა და დამლაგებლების კვალზეე, ვინც თან სოციალურ შემწეობებს იღებენ, თან კი "ოცნებას" საარჩევნო კომისიებში წარმოადგენენ. ადამიანები, ვისაც წესით გაჭირვებული ადამიანების ყოველთვიური შემწეობა არ ეკუთვნის, ოპოზიციისთვის ნიშანია, რომ "ოცნებამ" საბიუჯეტო სახსრებიდან ფულის ჩამორიგება შიშის და პირადი ინეტერესებისთვის დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები