ჩამოაყალიბებს თუ არა ზურაბიშვილი ალტერნატიულ ერთობას? - რას ამბობს ოპოზიცია

26.11.23 11:49
ჩამოაყალიბებს თუ არა ზურაბიშვილი ალტერნატიულ ერთობას? - რას ამბობს ოპოზიცია

ემზადება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ალტერნატიული  ძალის ჩამოსაყალიბებლად? პრეზიდენტის ახალი კამპანია ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია. მას შემდეგ, რაც მთვარსარდალმა რეგიონული ტურნე დაიწყო, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. პოლიტიკოსთა  ნაწილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" ანტიდასავლური კამპანიის გამო კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველას ენიშნება ერთი გარემოება: სადაც კი პრეზიდენტი შეხვედრას მართავს, ყველგან მოახლოებული არჩევნების შესახებ საუბრობს და ხმების დაცვაზე მიანიშნებს. 

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გადამწყვეტი არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვანი როლის მატარებელი იქნება. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს აქვს რესურსი, ძლიერი ერთობა შექმნას. 

მისი გამოცდილება უდავოდ იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ ის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის მატარებელი მომავალ წელს, მნიშვნელოვანი არჩევნების დროს. არ ვიცი, იქნება როგორც პრეზიდენტი თუ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მისი გადასაწყვეტია და ალბათ ეს დამოკიდებული იქნება გარემოზე. მაგრამ შეუძლია თუ არა იქცეს ისეთ ლიდერად, რომელიც შექმნის ძლიერ ერთობას, მე ვფიქრობ, რომ ამის რესურსი პრეზიდენტს აქვს, - ამბობს ეკა ბესელია.

"ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელისუფლების ყველაზე ადეკვატური წარმომადგენელია. 

საპრეზიდენტო კამპანიის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად საარჩევნოდ ემზადება. არჩევნები ჩაივლის იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტის პოსტზე იქნება და მისი პოზიცია სწორედ არჩევნებთან მიმართებაში  და არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან მიმართებაშიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ერთადერთი ადეკვატური წარმომადგენელი დარჩა ხელისუფლების შტოებს შორის და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის საქართველოს პრეზიდენტი. მისი თანადგომა და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი იქნება ცალკეული პოლიტიკური ძალებისთვის, - ამბობს "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე. 

მსგავსი სიახლეები