"საჭიროა დეტალური კვლევა" - ISFED-ი არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემაზე
ემზადება თუ არა ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად - მესამე სექტორი დეტალური კვლების აუცილებლობაზე საუბრობს. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე არ გამორიცხავს, რომ "ოცნების" მიერ საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები შესაძლოა, მმართველი პარტიისთვის საარჩევნოდ დამატებით რესურსს წარმოადგენდეს.
ჩვენ გვინახავს, რომ საარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნოდ არაერთი პროგრამა, მათ შორის, სოციალური პროგრამა იქნა ინიცირებული, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნოდ მოტივირებულად, ამიტომ ნამდვილად საინტერესოა უფრო დეტალური კვლევა, ეს პროგრამაც ხომ არ შეიცავს საარჩევნო მოტივაციებს და ხომ არ მოხდება ისე, რომ ვთქვათ, ამ პროგრამაში დასაქმებული ადამიანები შემდეგ დამატებითი რესურსი შეიძლება იყოს, ამ შემთხვევაში, მმართველი პარტიისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ, სამართლიანი არჩევნები" ვაპირებთ, რომ საარჩევნოო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ზოგადად, სოციალურ დახმარებას ვინც იღებენ, ხომ არ ხდება საარჩევნო მოტივაციით შერჩევა და მათ შორის, ამ პროგრამაზე უფრო დეტალურ კვლევას, ვინ არიან ბენეფიციარები, როგორ არიან ისინი ჩართული, ვთქვათ, საარჩევნო პროცესში და თუ იკვეთება მმართველი პარტიის მიმართ უფრო მეტი ინტერესი, - ამბობს ნინო დოლიძე.
"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტები გავიდნენ მესაფლავეების, მეეზოვეებისა და დამლაგებლების კვალზეე, ვინც თან სოციალურ შემწეობებს იღებენ, თან კი "ოცნებას" საარჩევნო კომისიებში წარმოადგენენ. ადამიანები, ვისაც წესით გაჭირვებული ადამიანების ყოველთვიური შემწეობა არ ეკუთვნის, ოპოზიციისთვის ნიშანია, რომ "ოცნებამ" საბიუჯეტო სახსრებიდან ფულის ჩამორიგება შიშის და პირადი ინეტერესებისთვის დაიწყო.