"ოცნების" პროპაგანდა ჩამოიშალა - საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრების სურვილი არ აქვთ

26.11.23 15:31
"ოცნების" პროპაგანდა ჩამოიშალა - საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრების სურვილი არ აქვთ

"ქართული ოცნების" პროპაგანდა ჩამოიშალა. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრების სურვილი არ აქვთ. ახალ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. 

ირკვევა, რომ ქართული და რუსული ავიაკომპანიები თბილისიდან მოსკოვში, ძირითადად, ცარიელი ბორტით დაფრინავენ. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოში, ძირითადად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები დადიან.

ქართველებს რუსეთში დასვენება საერთოდ არ აინტერესებთ. საქართველოს მოქალაქეები დასასვენებლად ევროკავშირის წევრ სახელწიფოებს ირჩევენ.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების ტყუილი გამოაშკარავდა. მათი ტქმით, პირდაპირი ფრენების აღდგენა არა მოქალაქეებს, არამედ ყვეალზე მეტად რუსეთის და თავად "ქართული ოცნების" ინტერესში შედიოდა.  

ნამდვილი მიზანი თავიდანვე იყო და ახლაც ეს არის, ამ რეისების ანუ საქართველო გახდეს რუსეთის ფედერაციისთვის უკანა ეზო და სანქციების გვერდის ავლის საშუალება იმისთვის, რომ აქედან იფრინონ დანარჩენ მსოფლიოში. არავიტარი საპირისპირო დატვირთვა ამას და საქართველოს მოქალაქეების სარგებლისთვის ამის კეთება ამას არ ჰქონია. გამოჩნდა ძალიან ნათლად და ცალსახად დღეს ეს ამბავი, - ამბობს "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი. 

ამავე აზრს იზიარებს ენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე.  

სტატისტიკური მაჩვენებლები ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდა ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის ის განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა ფრენების აღდგენას საქართველოში,  თითქოსდა ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურდათ რუსეთში პირადპირი ფრენების აღდგენა, რომ მარტივად შეეძლოთ გადაადგილება, აღმოჩნდა ტყუილი. რეალურად, ეს ყველაფერი იყო გამიზნული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის, კრემლის და პუტინის ტერორისტული რეჟიმის ინტერესებში, - ამბობს ვასო ურუშაძე.  

მსგავსი სიახლეები