საოკუაპციო ხაზის გაკონტროლება შესაძლებელია, თუმცა ამას პოლიტიკური ნება სჭირდება - ქაცარავა

26.11.23 15:47
საოკუაპციო ხაზის გაკონტროლება შესაძლებელია, თუმცა ამას პოლიტიკური ნება სჭირდება - ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა საოკუაპციო ხაზთან არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზის გაკონტროლება შესაძლებელია, თუმცა ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ აქვს. 

ამ შემთხვევაში, უნდა გვიხაროდეს, რომ თამაზ გინტურის ბედი არ ეწია ჩვენს ამ მოქალაქეებს და მათ არ დახვირტეს ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მათ ნებისმიერი ტიპის აგრესიას, ნებისმიერი ტიპის ბარბაროსულ მოქმედებას ველოდებით, იმიტომ, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ ისინი დაგვემუქრნენ, რომ აწი ისინი  კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ "თავის" საზღვრებს. ჩვენი მოქალაქეები კვლავ დარჩებიან რისკის მაღალ ზონაში. არსებობს უამრავი ხერხი, რომლითაც შესაძლებელია საოკუპაციო ხაზის გაკონტროლება, თუმცა ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც დღესდღეისობით კიდევ არ არსებოსბ და გრძელდება ე.წ. რუსების არგაღიზიანების პოლიტიკა, - ამბობს დავით ქაცარავა. 

მსგავსი სიახლეები