დიდი შეკრება ათონელის სასახლეში - რა გზავნილები გააჟღერა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან?

26.11.23 20:08
დიდი შეკრება ათონელის სასახლეში - რა გზავნილები გააჟღერა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან?

 

 

საქართველოსთვის 2024 წელი გადამწყვეტი იქნება - ეს უთხრა სალომე ზურაბიშვილმა  ჟურნალისტებს შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში საპრეზიდენტო სასახლეში მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ათონელზე მიიწვია ყველა სამთავრობო მედიაც და კრიტიკული არხის ჟურნალისტებიც, მაგრამ სამთავრობო მედიის ნაწილი ათონელის სასახლეში არ მისულა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ასეთი შეხვედრები, სადაც ყველა ერთ სივრცეში იკრიბება, დეპოლარიზაციის საფუძველი უნდა გახდეს. ეს სწორედ ის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულებასაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ბედი უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული. მთავრობისგან განსხვავებით ზურაბიშვილს არ მორიდებია რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნისთვის გამარჯვება ესურვებინა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები