ადამიანების გამოყენება წინასაარჩევნოდ პარტიული მიზნებისთვის - როგორ მუშაობს მმართველი პარტიის სქემა?
გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კომისიების წევრებს და თავმჯდომარეებს სამსახური გამოუძებნა. ხალხი, ვინც 2024-ის არჩევნები უნდა ჩაატაროს, მესაფლავეების, მეეზოვეების და დამლაგებლების ხელფასსს იღებს. არადა, ეს ის სამუშაო ადგილებია, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვისაა გამოყოფილი.
შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პარტიული მიზნებისთვის ადამიანების გამოყენება სახელმწიფო ბიუჯეტს 100 მილიონ ლარამდე უჯდება. არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ეს მოსყიდვაა.
ჟურნალისტური გამოძიების დროს გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია: ადრე "ოცნება" ხმებს ნაღდი ფულით ე.წ შავი ყულაბიდანნ ყიდულობდა, ახლა კი საარჩევნო კომისიების წევრები სახელმწიფო პროგრამაში ჩასვეს და ფინასურ დახმარებას უწევენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლსარეიშვილის რეპორტაჟში.