გამოეყოფა თუ არა ნიკა მელია ენმ-ს? - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დუმილის რეჟიმშია
გამოეყოფა თუ არა ნიკა მელია ენმ-ს? - 23 ნოემბრის მანიფესტის შემდეგ პარტიის ყოფილის თავმჯდომარე დუმს და კამერებთან არ ჩნდება. ნიკა მელიას თანამოაზრეები კი ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი მას პარტიიდან ვერ გარიცხავს, რადგან არავინ ამის მომხრე არ იქნება.
8 თვის განმავლობაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ ნიკა მელიას გუნდის წევრები, აი, მე მაგალითად,გამსვლელებში ნამდვილად არ მოვიაზრები და ვარ ადამიანი, რომელსაც გამაჩნია პრეტენზიები ამ მენეჯმენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ წინ არ წაიყვანეს ეს პარტია, მათ ამ 8 თვის განმავლობაში არაფერი გააკეთეს ერთიანობისთვის, პირიქით, ჩაკეტეს კარი და რაღაც კლუბად აქციეს. საბოლოო ჯამში, გუშინ საერთოდ რაღაც ცირკი ვნახეთ, შაპიტო", სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. როდესაც ვსაუბრობ თავმჯდომარის არაკვალიფიციურობაზე, სწორედ ამას ვგულისხმობ, რაც გუშინ ნახა მთელმა საქართველომ. მე მინდა, ენმ, რომელიც იქით შემოდგომაზე დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ლევან ხაბეიშვილის პირობებში ასეთი ენმ, სამწუხაროდ, არ არსებობს და ამას ყველა ერთად ვხედავთ. ამიტომ, გადაწყვეტილება არის მისაღები ძალიან მკვეთრი, ძალიან მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, პირველ რიგში. მან, ჩემი აზრით, ამდენი ხნის განმავლობაში დაინახა, იმიტომ,რომ 23-ში, მისი პუნქტები რაც იყო, იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაზე საუბარი და ერთიანობის შემთხვევაში წარმატებაზე. უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში ეს პარტია აქამდე მოიყვანეს და რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ერუდიცია, განათლება, - ამბობს გიორგი ონიანი.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს და მის თანამოაზრეებს, განცხადება ნიკა მელიასთან მიმართებაში არც მათ გაუკეთებიათ.
23 ნოემბრის მანიფესტი, რომელიც ენმ-ს გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, რომელზეც ორივე მხარე უნდა შეჯერებულიყო, მედიასთან საუბრებში ცალ-ცალკე ამბობს, რომ ამ სულისკვეთებას ისინი იზიარებენ. ერთადერთი, რაც მელიას თანამოაზრეებს ამ მანიფესტში არ მოსწონთ, არის ის პოლიტიკური საბჭო ლეგიტიმურია.