"ბათუმელები": ბათუმში ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა
ბათუმში 6 ნომერ ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. როგორც 6 წლის ბავშვის დედა ამბობს, ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი.
ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით“, – თქვა ქალმა.
ბავშვის დედის თქმით, ოჯახს არც ბათუმის მერიიდან და არც ბათუმის ავტოტრანსპორტიდან არავინ შეხმიანებია. შემთხვევა გასულ შაბათს, 25 ნოემბერს მოხდა.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელი ლევან ლაზარიაშვილი კი "ბათუმელებთან" ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.