ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, გამტაცებლებმა აშშ-ს მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედროებმა გაათავისუფლეს ტანკერი Central Park, რომლის გატაცებას შეიარაღებული პირები ცდილობდნენ ადენის სრუტეში, იემენის სანაპიროს მახლობლად.
ტანკერის ეკიპაჟში 22 წევრია - საქართველოს, ბულგარეთის, ფილიპინების, ვიეტნამის, ინდოეთის და რუსეთის მოქალაქეები. მეზღვაურები არ დაშავებულან.
ტანკერი 26 ნოემბერს გაიტაცეს. ცენტრალურ სარდლობას გამტაცებლების ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნეს, რომ სატვირთო ხომალდის მოვლენებიდან მცირე ხანში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბრძოლო გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. რაკეტები ადენის ყურეში, ხომალდებიდან 18.5 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა.