არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 62 სამართალდამცავია მხილებული - კაციტაძე

27.11.23 13:26
არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 62 სამართალდამცავია მხილებული - კაციტაძე

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მიაწოდა. 

საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. კაციტაძის ანგარიში უწყების შექმნიდან დღემდე შესრულებულ სამუშაოს ეხება.

მხილებულ პირთა შორის არიან:

  • 69 ადამიანი ამხილეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში;
  • 62 სამართალდამცველია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა.
  • 16 პირი ამხილეს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

მსგავსი სიახლეები