რეგიონში ჩემმა ბოლო მოგზაურობამ გამიმყარა რწმენა, რომ ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა - ბორელი

27.11.23 13:59
რეგიონში ჩემმა ბოლო მოგზაურობამ გამიმყარა რწმენა, რომ ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა - ბორელი

"რეგიონში ჩემმა ბოლო მოგზაურობამ გამიმყარა რწმენა, რომ ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის პალესტინის სახელმწიფოს შექმნა", - ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ბორელის სტატიას „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს.

ბორელის განცხადებით, თავიდან უნდა იქნას აცილებული პალესტინის ადმინისტრაციის დასუსტება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელის უსაფრთხოება მოითხოვს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით.

ვაკუუმები არ შეიძლება შენარჩუნდეს ბუნებაში ან პოლიტიკაში. თუ არც „ჰამასი“ და არც ისრაელი არ მართავენ ღაზას და არც სამომავლოდ იქნება რომელიმეს მართვა, ძალაუფლების ვაკუუმი სწრაფად შეივსება უკონტროლო ძალებით, რომლებსაც შეუძლიათ, ღაზა გადააქციონ წარუმატებელ ტერიტორიად და დაიწყოს ძალადობის, ტერორიზმის კიდევ ერთი ციკლი. ჰობსის შემდეგ ვიცით, რომ საზოგადოება ლევიათანის, სახელმწიფოს გარეშე, განწირულია ძალადობისა და ქაოსისთვის“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

 

მსგავსი სიახლეები