ბავშვებზე ძალადობა საბავშვო ბაღში - მოპოვებულია აუდიო ჩანაწერი

27.11.23 14:05
ბავშვებზე ძალადობა საბავშვო ბაღში - მოპოვებულია აუდიო ჩანაწერი

 

 

მოპოვებულია აუდიო ჩანაწერი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მშობლების და ბაღის დირექტორის, ფატი მანჯგალაძის საუბარს ასახავს.

ჩანაწერში ბაღის ხელმძღვანელი ცდილობს, მშობლები დაარწმუნოს, რომ ძალადობაში მხილებულ პედაგოგებს არ უჩივლონ.

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს პრეტენზია 164-ე საჯარო ბაღთან აქვთ. აუდიო მასალით ირკვევა, რომ ერთ-ერთ ნაცემ ბავშვს დაზიანებები ზედაპირული დათვალიერებითაც ეტყობოდა. 

164-ე  ბაღის დირექტორის და თანამშრომლების წინააღმდეგ მტკიცებულებებით შეიარაღებული მშობლები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან მიდიან.  მთავარი მოთხოვნა დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებაა. 

თბილისის საჯარო  ბაღის თანამშრომლებს ბავშვებზე ძალადობაში ამხელენ. მშობლები ირწმუნებიან, რომ მათი შვილები სისტემური ძალადობის პირობებში იზრდებოდნენ. მშობლები მიმართავენ სამართალდამცველებსაც - დაინტერესდნენ თბილისის ერთ-ერთ ბაღში მომხდარი ძალადობის ფაქტებით და დაიწყონ გამოძიება. 

"პირველები" 164 ბაღის აღსაზრდელის მშობელს ესაუბრა. მათი თქმით, ბაღის დირექტორი ბავშვზე ძალადობის ფაქტს რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდა. მშობლების თქმით, მოძალადე ნანა ყავრელიშვილმა დირექტორს ისიც კი უთხრა, რომ ბავშვს საუბარი არ შეეძლო, ამიტომ ის მშობლებს ვერაფერს ეტყოდა. 

მსგავსი სიახლეები