ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს - პრემიერი

27.11.23 14:06
ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა, დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს - პრემიერი

„დღეს წარმოვადგენთ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოვიდა,“ - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი. პრემიერის თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა 108 მილიარდი ლარი გახდება. 

კვლავაც ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად, ჩავდეთ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, 2.5 პროცენტი იქნება დეფიციტი. მთავრობის ვალი 38 პროცენტი იქნება მშპ-სთან, რაც ძალიან დაბალია და ბოლო სამ წელიწადში მოვახერხეთ შემცირება მთავრობის ვალის და მომდევნო წლებში შემცირების ტენდენცია იქნება. კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა... ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ბოლო 11 წელიწადში,“ - ამბობს ღარიბაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები