15 დეკემბერს გვინდა, გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი - გამარჯვების ზეიმი და კონცერტი - პრემიერი
საქართველოს მთავრობა 15 დეკემბერს კონცერტს გეგმავს. ეს ინიციატივა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა. ღარიბაშვილის თქმით, იმ დღეს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში სახალხო ეროვნული ზეიმი იქნება.
ამაზე გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14 ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ, 15 დეკემბერს მოხდება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი - ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი,“ - ამბობს ღარიბაშვილი.