მთავრობის სხდომაზე დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას - ღარიბაშვილი

27.11.23 14:30
მთავრობის სხდომაზე დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას - ღარიბაშვილი

დეოლიგარქიზაციის გეგმას საქართველოს მთავრობა დღეს დაამტკიცებს. ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, სამოქმედო გეგმა შეთანხმებულია როგორც პარლამენტთან, ასევე "ქართულ ოცნებასთან".

დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე 9 ნაბიჯის მიხედვით ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ამ გეგმას, სამ საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაში და პარლამენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები,  ე.წ. 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი, სამოქმედო გეგმას მოვიწონებთ, თითოეულ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა და ვადებიც. დაწყებულია უკვე მუშაობა პრინციპში, ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც შეხვედრა შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან და ამ ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენ ყველას საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ის რეფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული ამ 9 ნაბიჯში და იცით, რომ დეკემბერში 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები