შვიდბალიანი შტორმი აფხაზეთში: დატბორილი ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა
შვიდბალიანი შტორმი მძვინვარებს ოკუპირებული გაგრის წყლებში - სერიოზული ზიანი მიადგა სანაპირო ინფრასტრუქტურას და კერძო სახლებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოვარდნილმა წყალმა დატბორა სატუმბი და სატრანსფორმატორო ქვესადგურები.
მწყობრიდან გამოვიდა ქალაქის ცენტრალური წყალსადენი.
ამასთან, სტიქიამ სოხუმში რამდენიმე ოჯახიც დააზიანა. განხორციელდა ევაკუაციაც.