ენმ-ში 22 წელია ვარ და არც ახლა ვაპირებ წასვლას - გიორგი პატარაია

27.11.23 15:10
ენმ-ში 22 წელია ვარ და არც ახლა ვაპირებ წასვლას - გიორგი პატარაია

გიორგი პატარაია ამბობს, რომ ის არ აპირებს დატოვოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის წევრიც 22 წელია არის. მისი თქმით, კრიტიკისთვის ადამიანების პარტიიდან გარიცხვა საბჭოთა კავშირის პრაქტიკაა. 

პატარაია აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები, ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარემ კი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმაზე რომ მან გაცემული დაპირება ვერ შეასრულა და უნდა გადადგეს. 

ჩატარდეს პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები, მან აიღოს პასუხისმგებლობა თავისთავზე იმ ჩადენილ შეცდომებზე, რბილად რომ ვთქვათ, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა პარტიაში, აიღო პასუხისმგებლობა იმ დაპირებებზე, რომელიც ვერ შეასრულა, გადადგეს. 

მე ნამდვილად არსად არ წავსულვარ ენმ-დან არასდროს, ამ პარტიაში გახლავართ უკვე 22 წელია და არც ახლა ვაპირებ წასვლას, თუ რამე გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პიროვნება, მაგას ვიხილავთ,“ - ამბობს გიორგი პატარაია.

მსგავსი სიახლეები