თვითონ გამორიცხა საკუთარი თავი ენმ-დან - ანა წითლიძე ნიკა მელიაზე

27.11.23 15:28
თვითონ გამორიცხა საკუთარი თავი ენმ-დან - ანა წითლიძე ნიკა მელიაზე

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ თავისი პოზიციონირებით თვითონ გამორიცხა საკუთარი თავი პარტიიდან. 

ოპოზიციონერის თქმით, "ეს იწილო-ბიწილო თავად მელიას რეიტინგს ანულებს": 

 თუ თქვენ ნახავთ ინგა გრიგოლიასთან მის ბოლო ინტერვიუს, შემიძლია, ვიდეოც განახოთ, როდესაც მას ინგა გრიგოლია ეკითხება, მაშინ ის ამ პარტიაში არ უნდა რჩებოდეს. ის (ნიკა მელია) პასუხობს რომ კი, რომ ის არ არის ამ პარტიაში. ასეთ ადამიანს, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა თვითონ გამორიცხა თავი ნაციონალური მოძრაობიდან. თუ ვინმეს ვნებს ეს იწილო-ბიწილო და თუ ვინმეს ავტორიტეტს მათ შორის ანულებს, ეს არის ნიკა მელია"- თქვა ანა წითლიძემ. 

ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ენმ ავრცელებს. ოპოზიციური პარტია წერს, რომ საკითხი დახურულია და დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება.  

თავად ნიკა მელიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები