გადაწყვეტილება თავად მიიღო, როდესაც სააკაშვილის შეთავაზებაზე უარი თქვა - ბოკუჩავა მელიაზე
გადაწყვეტილება თავად მიიღო, როდესაც სააკაშვილის შეთავაზებაზე უარი თქვა - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ნიკა მელამ მიიღო.
"ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიამ მიიღო, როდესაც მან პრეზიდენტი სააკაშვილის შემოთავაზებაზე თქვა უარი და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციისთვის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებს" - თქვა ბობუჩავამ.
ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ენმ ავრცელებს. ოპოზიციური პარტია წერს, რომ საკითხი დახურულია და დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება.
თავად ნიკა მელიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.