პრობლემას ვხედავ, რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა დამტკიცდა ოპოზიციის გარეშე - დეკანოიძე

27.11.23 17:12
პრობლემას ვხედავ, რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა დამტკიცდა ოპოზიციის გარეშე - დეკანოიძე

დეოლიგარქიზაციის გეგმის ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე დამტკიცება ხელისუფლების ოპონენტებისთვის მიუღებელია. მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროცესს ინკლუზიურობას უკარგავს. 

მე ვხედავ პრობლემას, რომ ეს გეგმა დამტკიცდა ოპოზიციის გარეშე და გარდა ამისა, მე ასევე არ მიმიღია გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ინიციატივები იქნებოდა განხილული. ამიტომ მოვისმენ, რა თქმა უნდა, ამ გეგმას, ხვალ იქნება ალბათ, წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ მიერ, თუმცა არ მაქვს იმის იმედი, რომ ვთქვათ, ეს იქნება ინკლუზიური პროცესი, სადაც გათვალისწინებული იქნება იგივე ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ინიციატივები,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები