დახურულ კარს მიღმა დაწერილი გეგმა ძალიან ცოტა იმედს ტოვებს, რომ იქნება ორიენტირებული რეალურ ცვლილებებზე - ნაცვლიშვილი
"დახურულ კარს მიღმა დაწერილი გეგმა, რომელიც ამ დრომდე არავის არ უნახავს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა იმედს ტოვებს იმისა, რომ ეს მართლაც იქნება ორიენტირებული რეალურ ცვლილებებზე," - ასე ეხმაურება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.
როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, მთავრობამ სამოქმედო გეგმა სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან შეთანხმების გარეშე დაამტკიცა.
რაც შეეხება მაქვს თუ არა მოლოდინი, რომ ოცნება ამ რეფორმებს განახორციელებს, მოლოდინი პრაქტიკულად არ მაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მივცეთ კომფორტი იმისა, რომ საზოგადოება ატყუონ, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.