სამოქმედო გეგმა "ოცნებამ" ერთპარტიულად მიიღო, გვეპატიჟებიან, რომ დავეთანხმოთ მათ სამოქმედო გეგმას - ბოკუჩავა

27.11.23 17:19
სამოქმედო გეგმა "ოცნებამ" ერთპარტიულად მიიღო, გვეპატიჟებიან, რომ დავეთანხმოთ მათ სამოქმედო გეგმას - ბოკუჩავა

"ახლა გვეპატიჟებიან იმისთვის, რომ დავეთანხმოთ მათ სამოქმედო გეგმას, სადაც მაგალითად, დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას საერთოდ არ მოიაზრება ივანიშვილი," - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.

ბოკუჩავას შეფასებით, სამოქმედო გეგმა ერთპარტიული დოკუმენტია და დარწმუნებულია, რომ მისი შინაარსი საერთოდ არ იქნება რეალური პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული.

სამოქმედო გეგმა ერთპარტიულად "ოცნებამ" ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ოპოზიციასთან უკვე მიიღო, ანუ რეალურად ახლა გვეპატიჟებიან იმისთვის, რომ დავეთანხმოთ მათ სამოქმედო გეგმას, სადაც მაგალითად, დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას საერთოდ არ მოიაზრება ივანიშვილი, რაც ღიად განაცხადა კობახიძემ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არისო. ეს ბუნებრივია, არ არის თანამშრომლობა, ეს არ არის კოლაბორაცია, ეს არ არის ოპოზიციის ჩართულობა, ეს არის მათ ერთპარტიულ გადაწყვეტილებებზე დათანხმება და ამას, ბუნებრივია, ოპოზიცია არ გააკეთებს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები