მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და ევროკომისიას გადაუგზავნის
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. კომისიის გადაწყვეტილებით, სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება.
სამოქმედო გეგმა პრემიერის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის 70-ე სხდომაზე დამტკიცდა.
სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა. მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები. კომისიის გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება," - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.