"ქართული ოცნება" დგას იმ სისტემებზე, რომელსაც მელია არყევდა - ზოდელავა
"ქართული ოცნება" დგას იმ სისტემებზე, რომელსაც მელია არყევდა", - ამის შესახებ განცხადება პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მურთაზ ზოდელავამ "დღის ამბებთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას პარლამენტიდან გაგდების მიზნით ქართველმა ოლიგარქმა სახელმწიფო სისტემები სრულად მოაბილიზა. ნიკა მელიას წინააღმდეგ კი სისტემა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იბრძოდა.
მურთაზ ზოდელავა "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მელიას პოლიტიკური ქმედებების მხარდამჭერის გამო მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხის დღის წესრიგში არსებობა "მარაზმია".
პრობლემა იმაშია, რომ მელიას გარიცხვაზე კი არ არის აქ საქმე, ჯერ ერთი, რიცხავენ ადამიანს, რომელსაც ყველანაირად დამტკიცებული აქვს, რომ არის სისტემასთან ბრძოლის სერიოზული "სქილების" მქონე, რომელმაც არყია სისტემა. ჩემი არჩევანი რამ განაპირობა ხომ, ჯერ ერთი, არა მგონია რამე დამეშავებინა, რომ რომელიმე კანდიდატიდან ერთ-ერთს ვემხრობოდე, მაგრამ ვემხრობოდი ნიკა მელიას, რადგან ეს ადამიანი სისტემას არყევდა, "ემ კვადრატებს" და აქსისებს კი არ არყევდა, ლევანის კი არ ვაკნინებ, ისიც მნიშვნელოვანი საქმეა. იქაც ირღვევა ადამიანების უფლება და უნდა იხმაუროს ვინმემ, მაგრამ "ქართული ოცნება" "ემ კვადრატზე", "აქსისზე" და "დომუსზე" არ დგას. დგას იმ სისტემებზე, ძალოვან და სხვა სისტემებზე, რომელსაც მელია არყევდა და რატომ გამოაგდეს მელია პარლამენტიდან. რატომ მიიღო მთელმა სისტემამ მონაწილეობა მელიას პარლამენტიდან გაგდებაში. ორი პოლიტიკური სისტემიდან ავირჩიე ის, რომელიც არყევდა სისტემას და არ ავირჩიე ის, რომელიც არყევდა აქსის. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ბიძინა არ დგას ამაზე. ბიძინა დგას იმათზე, ვისაც არყევდა მელია, ამიტომ დაამობილიზა ბიძინამ მთელი სახელმწიფო სისტემა. მე ავირჩიე ეს ადამიანი და ამიტომ უნდა ვექვემდებარებოდე გარიცხვას? ეს არის სრული მარაზმი", - ამბობს მურთაზ ზოდელავა.