დაუდგენელია, რა ვითარებაში შეიძინა "კაბუმ" ნარკოტიკული საშუალებები - რა თქვა პროკურორმა პროცესზე

27.11.23 18:55
დაუდგენელია, რა ვითარებაში შეიძინა "კაბუმ" ნარკოტიკული საშუალებები - რა თქვა პროკურორმა პროცესზე

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ კახა აბუაშვილმა, იგივე „კაბუ"-მ "დაზარალებული ქალი აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა". 

პროკურორ, გიორგი გოგალაძის განცხადებით, კახა აბუაშვილს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს. 

პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლოს უთხრა, რომ "კაბუ" მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. 

აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა დაზარალებული, ავტომანქანაში დანის ტარი მარცხენა მუხლის არეში ჩაარტყა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო",- განაცხადა გოგალაძემ და იქვე დასძინა, რომ "კაბუ" დანით დაემუქრა დაზარალებულს.

რაც შეეხება ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ დაუდგენელია რა ვითარებაში შეიძინა მსახიობმა ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები.

მსგავსი სიახლეები