"ჩვენი ხმა ევროპას" - პრეზიდენტი მეცნიერებს ხვდება

27.11.23 19:04
"ჩვენი ხმა ევროპას" - პრეზიდენტი მეცნიერებს ხვდება

"ჩვენი ხმა ევროპას" - ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტი მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებს. დღეს სალომე ზურაბიშვილი მეცნიერებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ხვდება.

8 ნოემბერს დაწყებული კამპანიის მთავარ მიზანს ევროპისთვის ქართველი ხალხის დაუოკებელი სურვილის დანახვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის წარმოადგენს.

მეცნიერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის აპირებენ თქმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში სალომე ზურაბიშვილის როლი დიდია, ხოლო მოქალაქეები საკუთარი ხელმოწერით დააფიქსირებენ პოზიციას, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

 

მსგავსი სიახლეები