როგორ აპირებს მთავრობა ევროკომისიის დათქმების შესრულებას? - ხელისუფლება დოკუმენტს მალავს

27.11.23 20:33
როგორ აპირებს მთავრობა ევროკომისიის დათქმების შესრულებას? - ხელისუფლება დოკუმენტს მალავს

როგორ აპირებს მთავრობა ევროკომისიის დათქმების შესრულებას? გეგმა დამტკიცებულია, თუმცა ხელისუფლება დოკუმენტს საგულდაგულოდ მალავს. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და სამართლიანი არჩევნები - ეს ის მნიშვნელოვანი პუნქტებია, რომლის შესრულებაზეც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა გადის. 

ტექსტის შინაარსი არც ოპოზიციამ იცის, რომელიც თავდასხმის ობიექტი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრისგან გახდა. ხელისუფლება მათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისკენ ეპატიჟება, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ "ოცნება" ოპონენტების აზრს გაითვალისწინებს და ევროკომისიის რეკომენდაციებს პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით არ შეასრულებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები