ენმ-ს ახალმა მენეჯმენტმა მელიას საკითხი დახურულად გამოაცხადა - ყოფილი თავმჯდომარე ამ დრომდე დუმს
"მელია არ წარმოადგენს პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", საკითხი დახურულია" - ენმ- ის ახალმა მენეჯმენტმა ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან პრაქტიკულად გარიცხა. მართალია, პოლიტიკური გაყრა ოფიციალურად ჯერ ისევ არ გაფორმებულა, მაგრამ პარტიამ მელიას შესახებ საუბარზე მორატორიუმი გამოაცხადა. ახლა საინტერესოა, რას უპასუხებს ყოფილი თავმჯდომარე ყოფილი თანაგუნდელების ამ გადაწყვეტილებას. წავა თუ არა თავად პარტიიდან? - ნიკა მელია ისევ დუმილის რეჟიმშია.
ვიდრე მელია დუმს, მისი თანამებრძოლები ალაპარაკდნენ. ადამიანები, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრები არიან, ხელმძღვანელებს პარტიის საბჭოთა მეთოდებით მართვაში ამხელენ. აკაკი მინაშვილი და გიორგი პატარაია დღეს პარლამენტში საგანგებოდ მივიდნენ, რათა ეთქვათ, გადადგეს ხაბეიშვილი და ჩატარდეს პოლიტსაბჭოს ახალი არჩევნები.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.