რა დაკარგა ქვეყანამ ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებით - საგანგებო მიმართვა ანაკლიიდან
რა დაკარგა ქვეყანამ ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებით. ნახევარი მილიარდი მხოლოდ გადასახადებით და 2 მილიარდზე მეტი ეკონომიკური ეფექტი, თუმცა ყველაზე მთავარი ის გეოპოლიტიკური ფუნქციაა, რომელიც ანაკლიას უნდა აეღო თავის თავზე. მამუკა ხაზარაძემ დღეს საგანგებო განცხადება იმ ადგილიდან გააკეთა, სადაც 2020 წელს პირველი გემი უნდა შემოსულიყო, თუმცა ტერიტორია, სადაც ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო დღეს მტვრით არის დაფარული.
"ლელოს" კიდევ ერთი ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ" დღეს პარლამენტში დაბლოკა. საქართველოს დაცვის აქტს უმრავლესობამ მსვლელობა არ მისცა და უკან გააბრუნა. ხელისუფლებისთვის მიუღებელია ყველა ის შეზღუდვები, რომელსაც ოპოზიციური პარტია რუსული ექსპანსიისგან დაცვისთვის ითხოვს. ამ გადაწყვეტილებას "ლელოში" მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - "ოცნება" იცავს რუსებს და არა საქართველოს მოქალაქეებს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.