მეცნიერები პრეზიდენტის სასახლეში - EU-ში გასაგზავნი ხელმოწერების რიგში სამეცნიერო საზოგადოება დგას
პრეზიდენტის სასახლე ისევ მოვლენათა ეპიცენტრშია - სალომე ზურაბიშვილი გაჩერებას არ აპირებს. ორბელიანების სასახლე სახალხო რეზიდენციად იქცა. ათონელზე ისევ ხალხმრავლობაა. ამჯერად ევროკავშირში გასაგზავნი ხელმოწერების რიგში სამეცნიერო საზოგადოება დგას. სამოქალაქო სექტორი, ხელოვანები, ახალგაზრდები, მედია და დღეს უკვე მეცნიერები. ზურაბიშვილი რეზიდენციის კარს უხსნის ყველას, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული არჩევანი უალტერნატივოა.
გახდება თუ არა ორბელიანების სასახლე ახალი პოლიტიკური ცენტრი და ემზადება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად.
ფაქტია, რომ ზურაბიშვილის გააქტიურება "ქართული ოცნების" დიდი თავისტკივილია. სასამართლოების, მუქარის და შანტაჟის მიუხედავად ქვეყნის მთავარსარდალი უკან დახევას არ აპირებს. ორბელიანების სასახლე კი ყოველდღიურად ასეულობით ჩვენს თანამოქალაქეს იღებს ერთი მიზნით - მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ევროპას.
რა განცხადებები გაკეთდა პრეზიდენტთან მიღების დაწყებამდე - ანა მდივანი ყველა დეტალით