"ოცნების" შექმნილი მითი, რომ თუ ისინი წავლენ ხელისუფლებიდან ენმ-ი დაბრუნდება, უნდა დავამსხვრიოთ - ჯაფარიძე
იქნება თუ არა 2024 წლის არჩევნები ორპოლუსიანი - პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერიდან ქართველ ხალხს მაქსიმალური ჩართულობისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს, რადგან სწორედ საზოგადოების თითოეულმა ხმამ უნდა უზრუნველყოს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთპარტიული მმართველობის დასრულება და პოლიტიკურ ველზე რამდენიმე პოლუსის შექმნა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსული რეჟიმისა და ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების დასრულების მთავარი გასაღები ქართველი ერია, რომლებმაც არჩევნების მსვლელობის პროცესში დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
შუა უნდა შეიკრიბოში მამუკა ხაზარაძე საზოგადოების იმ ნაწილს გულისხმობდა, რომელიც არ აძლევს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" და სურს, რომ "ოცნება" გაისტუმრონ ხელისუფლებიდან. ჩვენ გვინდა ამ ნაწილს ვუთხრათ, რომ მნიშვნელოვანია მათი მობილიზაცია, აქტიურობა იმისთვის რომ ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდეს. მათი დაკვეთის მიხედვით ჩვენ შევძლებთ, რომ იმ კონფიგურაციით შევიდეთ არჩევნებში ჩვენს შესაძლო პარტნიორებთან ერთად, რაც უზრუნველყოფს ორპოლუსიანობის დამსხვრევას და უზრუნველყოფს, რომ იქნება რამდენიმე პოლუსი პოლიტიკურ ველზე, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ გამოიყენოს მისი ძველი ხრიკი და არ დააშინოს მოსახლეობა, რომ მათი ხელისუფლებიდან წასვლა ნიშნავს ენმ-ის მოსვლას. ეს მითი, რომელსაც "ოცნება" თხზავს, უნდა დავასრულოთ იმ ამომრჩევლის მობილიზაციით, რომელიც არცერთ პოლუსს არ უჭერს მხარს", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.