"პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული თუ წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ" - ლილე ლიპარტელიანი

27.11.23 22:42
"პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული თუ წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ" - ლილე ლიპარტელიანი

"პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული თუ წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ. შეუძლებელია პარტიამ საქმიანობა გააგრძელოს იმ რეჟიმში, რომელიც ბოლო 9 თვის განმავლობაში გრძელდება.“ - წერს თბილისის საკრებულოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ენმ-ის წევრებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ გაერთიანებას 2024 წლის არჩევნებისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან საქართველოს რუსი ოლიგარქი ჰყავს დასამარცხებელი.

პარტიიდან კრიტიკის გამო რომ რიცხავდნენ, ათასჯერ უნდა ვიყო გარიცხული თუ წინა, თუ ახალი მენეჯმენტის მიერ. შეუძლებელია პარტიამ საქმიანობა გააგრძელოს იმ რეჟიმში, რომელიც ბოლო 9 თვის განმავლობაში გრძელდება. განსაკუთრებით მოახლოებული გადამწყვეტი არჩევნების წინ. აღარ ტოვებთ დროს და სივრცეს მიტაცებულ სახელმწიფოზე, რუს ოლიგარქზე, ჩაბეტონებულ თბილისზე, განადგურებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და სხვა უამრავ აქტუალურ საკითხზე სალაპარაკოდ. პარტიას აქვს ვერტიკალი თავისი დისციპლინით, რომლის დაცვაც ყველა წევრისთვის სავალდებულოა. შეეშვით დესტრუქციას, რუსი ოლიგარქი გვყავს დასამარცხებელი!“ - წერს ლილე ლიპარტელიანი.

მსგავსი სიახლეები