არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევდეთ - პრეზიდენტი

27.11.23 22:56
არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევდეთ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა, ოჯახებისა თუ ქვეყნის დასახმარებლად წასულ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცეთ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა პირებმა დაინახონ, თუ რამდენად აუცილებელია მათი ჩართულობა პოლიტიკურ მოვლენებში.

არ არის საკმარისი იქ წასვლა და სწავლა, თუ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო. ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითად, გია დვალი თუ მაქს პლანკის ინსტიტუტშია, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გამორიცხავს ჩამოდიოდეს და მისი ცოდნა გაზიარებული იყოს ახალგაზრდებთან. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ორმაგი მოქალაქეობის კანონი, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა დარგისთვის. არამხოლოდ ცოდნის, ეკონომიკურ დარგშიც.

იქ {საზღვარგარეთ} ვინც ცხოვრობს ჩვენი თანამემამულე, უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება ვთხოვდეთ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის სხვა ფორმით დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები