ამ ქვეყანაში საპროცესო გარიგებებიც კი არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენება - ლემონჯავა

27.11.23 23:23
ამ ქვეყანაში საპროცესო გარიგებებიც კი არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენება - ლემონჯავა

პარტია "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა "ტვ პირველის" ეთერში მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის არჩევნებისთვის ქართველი ხალხის ხმების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ამ ქვეყანაში საპროცესო გარიგებებიც კი არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენება".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ყოველგვარი არალეგალური და ძალადობრივი გზით ცდილობს საზოგადოების მოსყიდვას.

"ქართულ ოცნებას" ეშინია ნამდვილად და რომ არ ეშინოდეს და იცოდეს, რომ აგებს არჩევნებს, ბუნებრივია, არ დასჭირდებოდა გაყალბების სქემები და ის მასშტაბი, რომლითაც ის მოქმედებს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა, სადაც წარვადგინეთ, "ოცნების" გაშიფრული სქემა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და მოგვეთხოვება ქმედება. ჩვენ ვიცით, რომ "ქართული ოცნება" ადამიანებს თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს და მთელ სახელმწიფო აპარატს ამუშავებს არჩევნების გასაყალბებლად, ძალადობაზე, მოსყიდვაზე, დაშინებაზე. საპროცესო გარიგებებიც კი ამ ქვეყანაში გამოიყენება არჩევნების გასაყალბებლად", - აღნიშნა ლემონჯავამ.

მსგავსი სიახლეები