ელჩი პოლიტიკოსებს: თუ შევხედავთ საქართველოა გერბს, იქ წერია - "ძალა ერთობაშია", ზუსტად ეს მოგეთხოვებათ

28.11.23 11:22
ელჩი პოლიტიკოსებს: თუ შევხედავთ საქართველოა გერბს, იქ წერია - "ძალა ერთობაშია",  ზუსტად ეს მოგეთხოვებათ

„საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას“ - ასეთია ევროკავშირის ელჩის პოლიტიკური გზავნილი. 

პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან დაადასტურა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც გუშინ მთავრობამ დაამტკიცა, ევროკომისიაში უკვე გაიგზავნა. ​

დიპლომატის ნთქმით, ევროკომისია ყურადღებით შეისწავლის სიტუაციას და შეფასებას გამოაქვეყნებს.

ევროკავშირის ელჩმა პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. 

სამოქმედო გეგმა, რიმელიც გუშინ მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, უკვე გადაეცა ევროკომისიას. ევროკომისია დოკუმენტს ახლოდან შეისწავლის და შეფასებასაც გააკეთებს . დეკემბრის შუა რიცხვებში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შაემდეგ საქართველოს გადავა ახალ ეტაპზე, რათა დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას რაც შეიძლება სწრაფად. 

ევროკავშირში ინტეგრაცია უდიდესი ამოცანაა და ამ პროცესში ყველა უნდა იყოს ჩართული და მათი წილი როლი შეასეულონ. ერთიანობა მნიშვმელოვანია ამ პროცესში. თუ შევხედავთ საქართველოა გერბს, იქ წერია - "ძალა ერთობაშია". ზუტად ეს მოგეთხოვებათ, როცა საქმე  ეხება ევროინტეგრაციას. აშკარაა, რომ მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიურიი , დაამყაროს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ამავდროულად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კომსტრუქციულად და თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საერთო ძალისხმევაში, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 

"ოცნების" მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ახლაც  არ იძებნება. არავინ იცის, როგორ აპირებს ხელისუფლება პირობების შესრულებას. უკვე დამტკიცებულ დოკუმენტზე მსჯელობას კი ხელისუფლება ახლა ოპოზიცია სთხოვს. ეს კი, პოლიტიკოსების აზრით, ფორმალური მოთხოვნაა, ამიტომ ამ მსჯელობაში ჩართვას ოპოზიციის ნაწილი არ აპირებს.

"ქართულ ოცნებას" არ აქვს განზრახვა, რომ დააკმაყოფილოს ვენეციის კომისიის მოთხოვნები ან ევროკომისიის მოთხოვნები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რა არის საჭირო დეოლიგარქიზაციისთის და ესეც არის უკეთეს შემთხვევაში ფასადური ან უარეს შემთხვევაშიც მცდელობა, რომ დეოლიგარქიზაციის ქვეშ მათ დაიწყონს დევნა პოლიიტკური ოპონენტების. ამიტომ, ცხადია, რომ "ქართული ოცნება", ამ შემთხვევაში, არ აპირებს გადადგასის ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის რეალურ დეოლიგარქიზაციას მოახდენს, იმიტომ, რომ ისინი უარყოფენ, რომ ბიძნა ივანიშვილი არის ერთადერთი ოლიგარქი ამ ქვეყანაში, - ამბობს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. 

რეალური რეფორმების გატარების იმედი არც პარტია "საქართველოსთვის" აქვს. 

"ოცნებას" რომ დეოლიგარქიზაციის განხორციელების რეალური ნება ჰქონდეს, ამას აქამდეც განახორციელებდა, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ არსებითი ცვლილებები გვექნება და რეალური რეფორმები გატარდება, რაც დეოლიგარქიზაციას უზრუნველყოფს, მე ამის მოლოდინი არ მაქვს, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.  

მსგავსი სიახლეები