"ოცნებამ" "ლელოს" ანტირუსული აქტი დაბლოკა - კრემლი ზეიმობს

28.11.23 11:40
"ოცნებამ" "ლელოს" ანტირუსული აქტი დაბლოკა - კრემლი ზეიმობს

„საქართველოს დაცვის აქტზე უარის თქმით „ქართულმა ოცნებამ" ოკუპანტების ქება კიდევ ერთხელ დაიმსახურა. „ლელოს„ ინიციატივის დაბლოკვის შემდგ რუსული სამთავრობო მედია აჭრელებულია. კრემლის პროპაგანდისტები წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსებისთვის შეზღუდვების დაწესებას და ანტირუსულ აქტს უარი უთხრა, რაც სწორი საქციელია.

კრემლის ზეიმი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე „ლელოს„ ლიდერებისთვის კიდევ ერთი მტკიბულებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამსახურშია, თუმცა ოპოზიციური პარტია ოკუპანტების  წინააღდმეგ დაბლოკილი დოკუმენტის პარლამენტში დარეგისტირებას ისევ აანონსებს.

"ლელოს" 9 პუნქტი, "საქართველოს დაცვის აქტი", რომელიც წარვადგინეთ რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" დაბლოკა და დღეს დილიდან რუსულ მედიასაშუალებებში არის სიხარულის ყიჟინა, რომ "ქართული ოცნება" უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეების, საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვაზე ამ ქვეყანაში. "ლელო" 9 პუნქტი "საქართველოს დაცვის" შესახებ არ შეიცვლება, ის იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმისთვის, რომ ჩვენ დავაზღვიოთ საქართველოს მოსახლეობა, შრომმმის ბაზარი, დასაქმების ბაზარი, საქართელოში არსებული მიწები, უძრავი ქონება, ბიზნესსუბიექტები რუსების შემოსევისგან. აუცილებლად დარეგისტრირდება თავიდან ეს კანონპროექტი, მათ შორის, რეზოლუცია და ყველა ხერხს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესი დავიცვათ, - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. 

ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ "ლელოს" მიერ წარდგენილი დოკუმენტი ანტირუსული არ არის. "ხალხის ძალის" ლიერი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ "ოცნებისგან" განსხვავებით მამუკა ხაზარაძე მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზეაო ორიენტირებული. 

ჩვენ ვართ დაკავებული საქმით, ხაზარაძე დაკავებულია ფულის კეთებით. ჩვენ ვართ დაკავებული იმით, რომ ხალხმა იცხოვროს ჩვენი მუშაობის ხარჯზე, ხაზარაძე დაკავებულია, რომ თვითონ იცხოვროს ხალხის ხარჯზე. აამიტომ არ გამოსდის არაფერი და არც გამოუვა. არ ვიცი, არ ვიცნობ რუსულ პრესას და მედიას, თქვენ თუ ეცნობით, ალბათ იქვე ნახავდით, წყაროს მიუთითებდნენ, სად იყო, როგორ იყო...მე გეუბნებით ამ კონკრეტულ დოკუემნტთან დაკავშირებით, აქ არაფერი ანტირუსული არ არის, ეს მეთოდები დაძველდა და ამ შემთხვევაში ხაზარაძემაც უნდა გაიღვიძოს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები